saqarTvelos uReltexilebi - naqeralas uReltexili

კოორდინატები 42°22`46` ჩ. გ. 43°01`14` ა. გ.
ტერიტორიული ერთეული ამბროლაურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები
სიმაღლე 1218 მ
ქედი რაჭის ქედი

 

უღელტეხილი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარესა და იმერეთის მხარეებში, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტების საზღვარზე,  რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 1218 მ. ნაქერალის მიდამოები აგებულია ქვედაცარცული კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფოთლოვანი ტყით (წიფელი, რცხილა, წაბლი). ნაქერალაზე გადის - ტყიბულ - ამბროლაურის გზატკეცილი. ტყიბულის ქვაბულს აკავშირებს შაორის ქვაბულთან.